ერგნეთში დღეს მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება
საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ერგნეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის მორიგი ტექნიკური შეხვედრა, დღეს გაიმართება.
შეხვედრაზე საუბარი ხაშურის მუნიციალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული სოფელ წნელისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შეეხება.
რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ წნელისის ტყის მასივში და ე. წ სასაზღვრო ზოლის მიჯნაზე ორი ბლოკსაგუშაგო ჩადგეს.