პარლამენტი რეგიონებში საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვებს იწყებს

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელსაც არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, საყოველთაო-სახალხო განხილვებს იწყებს.

კომისია, 13-30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. (იხ. გრაფიკი). ყველა შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გაუძღვება.

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.

საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ექნებათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის გრაფიკი :

13 სექტემბერი – თელავი, 13:00 სთ., თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

14 სექტემბერი – რუსთავი, 14:00 სთ., დრამატული თეატრი

15 სექტემბერი – ახალციხე, 14:00 სთ., სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

22 სექტემბერი – გორი, 12:00 სთ., გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

22 სექტემბერი – მცხეთა, 15:00 სთ., კულტურის ცენტრი „სვეტი“

24 სექტემბერი – ბათუმი, 14:00 სთ., ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

25 სექტემბერი – ოზურგეთი, 14:00 სთ., ფოლკლორის ცენტრი

26 სექტემბერი – ზუგდიდი, 14:00 სთ., მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

27 სექტემბერი – ქუთაისი, 14:00 სთ., ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

28 სექტემბერი – ამბროლაური, 14:00 სთ., კულტურის ცენტრი

30 სექტემბერი – თბილისი, 16:00 სთ., ეროვნული ბიბლიოთეკა, III კორპუსი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები