საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დავით სუჯაშვილი დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე პოლკოვნიკი დავით სუჯაშვილი დაინიშნა. ის ამ დრომდე საქართველოს დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და დაზვერვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო. დავით სუჯაშვილი 1999-2012 წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურში მუშაობდა. 2012-2013 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2014 – 2015 წლებში კი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იყო. დავით სუჯაშვილმა წარჩინებით დაასრულა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია. 2019 წელს საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები