გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციაზე – მეტს მოველოდი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე მეტს მოელოდა, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა “ლელოს” დაფუძნებაზე საუბრისას განაცხადა.
„მართალი გითხრათ, არ მოველოდი, რომ ასეთი ბიბლიურ, მისტიურ-ლირიული წარმოდგენა ჰქონდა – ლელო, საქართველო, პოეზია. მეტს მოველოდი. არ ვიცი, ვნახოთ მომავალში როგორ განავითარებს. მე ძალიან მდარე შთაბეჭდილება დამრჩა“, – განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
დღეს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივ მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა და აღნიშნა, რომ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები