მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა კომლთა რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა კომლთა რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.
ნაგვაზაოს ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სულ 42 000 ლარი გამოიყო. მარტვილის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა სამუშაოები შეირჩა, კერძოდ: ზედა ნაგვაზაო – კულტურის სახლის ეზოში შესასვლელი კარის რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა; ზედა ნაგვაზაო – მოსაცდელის მშენებლობა; ლეკავნტალიანე – სასაფლაოს შემოღობვა და გარე–განათების მოწყობა; ლეკვანტალიანე – ბოგირის მოწყობა; ქვედა ნაგვაზაო – სასაფლაოს წინა მხარის შემოკავება, მოხრეშვა და გარე–განათების მოწყობა.
ამ ეტაპზე ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო დასრულებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები