თორნიკე რიჟვაძემ პრეზიდენტთან ერთად ანრი მაჭავარიანის გამოფენა დაათვალიერა

შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში საფრანგეთში მცხოვრები, ცნობილი ქართველი მხატვრის, ანრი მაჭავარიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ხელოვანის გრაფიკაში შესრულებული ნამუშევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და ასევე საფრანგეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ პიანისტ ელისო ბოლქვაძესთან ერთად დაათვალიერა.

მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ანრი მაჭავარიანი ევროპის სარეკლამო ბიზნესსა და მოდის სამყაროში საუკეთესო ილუსტრატორად არის აღიარებული.

წლების განმავლობაში ხელოვანის ხელწერით შექმნილი ცნობილი ბრენდების უზარმაზარი აფიშები და სარეკლამო ილუსტრაციები პარიზის, რომის, მილანის და ტოკიოს ქუჩებს ამშვენებდა, რომელსაც მილიონობით მნახველი ჰყავდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აჭარის ხელოვნების მუზეუმში გავმართე ეს გამოფენა. ასევე, ამაყი ვარ, რომ ვუმასპინძლე საქართველოს პრეზიდენტს ჩემს პერსონალურ გამოფენაზე. დიდი მადლობა ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, რომლის წყალობითაც მე მომეცა საშუალება, რომ გამემართა ჩემი გამოფენა აქ, ბათუმში. მინდოდა ჩემი ყველა ძვირფასი ნახატი გამომეფინა. გამოფენის სათაურია “ნახატების სიყვარული” და ეს გამოფენა მიმდინარეობდა მუსიკის სიყვარულის ფონზე, რომელიც ფესტივალის დროს ჩვენ ვიხილეთ ბათუმში.” – აღნიშნა ანრი მაჭარიანმა.

ექსპოზიცია “ნახატების სიყვარული” იუნესკოს არტისტის ელისო ბოლქვაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის “Batumi Blek Sea Musicand Art Festival”-ის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები