ქარელში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ – გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურეა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობაში 27 წლის მამაკაცს ეძებენ. ოჯახი ლაშა ჩოჩიშვილს უკვე ერთი კვირაა, ეძებს. ირკვევა, რომ ჩოჩიშვილი სამხედრო მოსამსახურეა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, კაპრალი ლაშა ჩოჩიშვილი 2 სექტემბერს მოკლევადიანი დათხოვნიდან სამსახურში არ გამოცხადდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
“თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ლაშა ჩოჩიშვილი, 2 სექტემბერს მოკლევადიანი დათხოვნიდან სამსახურში არ გამოცხადდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სამხედრო ნაწილში ან სამსახურში გამოუცხადებლობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ოჯახის მიმართვის საფუძველზე, ლაშა ჩოჩიშვილი ასევე იძებნება შსს ქარელის რაიონული სამმართველოს მიერ, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი”, – განუცხადეს “კვირას” თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები