ირმა ინაშვილი დევიდ კრამერს დაუპირისპირდა (ვიდეო)

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „ფრიდომ ჰაუსის“ ყოფილ დირექტორს და მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელს დევიდ კრამერს დაუპირისპირდა.

ინაშვილი კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა, თუმცა მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

ამის შემდეგ „პატიოტთა ალიანსის“ ლიდერთან დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ინაშვილის თქმით, კონფერენციაზე “პატრიოტთა ალიანსზე” იყო საუბარი, ამიტომ გადაწყვიტა მოხსენება გაეკეთებინა.

“ხომ არ შეიძლება მხოლოდ შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება, პასუხი გასცე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები