პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ხატია მოისწრაფიშვილმა საჯარო სივრცეში პირადი განცხადება გაავრცელა, რომელიც პროფესიულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოფილი პრესსპიკერ ხატია მოისწრაფიშვილთან დაკაშირებით განცხადებას ავრელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მოიწსრაფიშვილმა საჯარო სივრცეში პირადი განცხადება გაავრცელა, რომელიც პროფესიულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
„ხატია მოისწრაფიშვილი 4 სექტემბერს სიტყვიერად გაფრთხილებულ იქნა პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ხოლო 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება. ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ხატია მოისწრაფიშვილის მიერ პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 9 სექტემბერს გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები