თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით აღნიშნულის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია.
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-დიღმის შემაერთებელი გზის, გლდანის ხევის დასახლების, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ფეიქართა, ბობ უოლშის, შეშელიძის, წყალსადენის, ომარ ხიზანიშვილის და ართმელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ნინუას და ზესტაფონის ქუჩების მცხოვრებლებს.
ასევე, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ვანათის და ღრმაღელეს ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების, გამო 06 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, ღოღობერიძის და ვირსალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაზმაძის, ირაკლი აბაშიძის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას II კვარტლის, იოსებიძის, ხვიჩიას, ბურძგლას, საირმის, ცინცაძის, საბურთალოს, შმიდტის, პეტრიწის, პეტრე იბერის, გამრეკელის, ბახტრიონის, გოთუას, შარტავას და იოსელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.გეგმუ
რ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები