“თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა გაზსადენების რეაბილიტაციას აგრძელებს

თბილისის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა სამუშაოების ფარგლებში ვაკის რაიონში – ილია ჭავჭავაძის გამზირზე ამ ეტაპზე მიმდინარე, 2 კილომეტრის გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.
როგორც “კვირას” „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს, აღნიშნული გაზსადენი ძლიერ ამორტიზირებული იყო და ათწლეულების მანძილზე, მისი გაყვანის დღიდან, მასზე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. 250-მილიმეტრიანი გაზსადენი სრულად შეიცვალა ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის 350 მილიმეტრიანი მილით.
“შედეგად, 11 სექტემბრის 08:00 სთ-დან 12 სექტემბრის 10:00 სთ-მდე გაზმომარაგება ვაკის რაიონის ნაწილს შეუწყდება.
გაზმომარაგება შეუწყდება ნინო რამიშვილის ქ. 2 (ჭავჭავაძის I შეს. 2), 12, 14, 14ა, 15, 15ა, 16, 17, 17ა, 19, 20, 22, 21, 21ა, 27, 27/29, 30, 42, 44, 46, 48/2, 42, 44, 46, 48/2, თაქთაქიშვილის ქ. 2, 4, 6, ფალიაშვილის ქ. 25, 27/29, 39, 39ა, 39ბ, 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. ასევე, ი.ჭავჭავაძის გამზ. 25-ში მდებარე დ. აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 14-ში ი.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის IV კორპუსსა და აღნიშნულ კორპუსებში განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.
გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება ხუთშაბათს, 12 სექტემბრის 10:00 სთ-დან და დასრულდება დღის ბოლომდე.
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებაა.
კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია რაიონის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის.
„თბილისი ენერჯი“ – უსაფრთხო ენერგია თქვენი სახლისთვის”,-ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები