თემქაზე, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონა

თემქაზე, მე-11 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

როგორც კორპუსის მცხოვრებმა ,,კვირას” განუცხადა, ბუნებრივი აირის სუნი დილიდან შეინიშნებოდა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. მოსახლეობამ საცხოვრებელი კორპუსი დატოვა.

ადგილზე მისულმა ,,ყაზტრანსგზა-თბილისის” სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ავტოფარეხში დაცლილი გაზის ჟურჭელი იპოვეს. სავარაუდოდ, ვიღაცამ დაცალა და ბუნებრივი აირის სუნიც მისგან იყო გამოწვეული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები