ნიკა მელია: სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის პარლამენტს და მისი მეშვეობით, დაიბრუნებს თავის ქვეყანას

“იმაზე მალე შემოვა ხალხის ხელისუფლება და ნება პარლამენტში, ვიდრე თითოეულ თქვენგანს ეს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოგიდგენიათ”, – ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სახელისუფლებო გუნდს პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას მიმართა.

“სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის პარლამენტს და მისი მეშვეობით, დაიბრუნებს თავის ქვეყანას. სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი შემოვა აი, აქ, ამ დარბაზში, ამ შენობაში, თავის შენობაში, თავის დარბაზში, შემოვა, როგორც სუვერენული ხალხი, როგორც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, შემოვა, როგორც მომავლის უპირველესი განმსაზღვრელი, შემოვა, როგორც ამ ქვეყნის მთავარი ამწყობ-დამწყობი. რამდენიმეს გეღიმებათ, თქვენ წარმოიდგინეთ, მესმის ამ ღიმილისაც. ეს არ არის გულწრფელი ღიმილი, ეს უფრო სიმწრის ღიმილია. დიახ, იმაზე მალე შემოვა ხალხის ხელისუფლება და ნება პარლამენტში, ვიდრე თითოეულ თქვენგანს ეს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოგიდგენიათ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები