ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: ოძისის გამშვები პუნქტი 5 სექტემბრის შემდეგ დაუსაბუთებლად დახურულია, რაც ნეგატიურად აისახება მოსახლეობაზე

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი სოფელ ოძისის გამშვები პუნქტის დახურვას „ტვიტერზე“ ეხმაურება. მისი თქმით, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არც ერთი გადაკვეთა არ ფიქსირდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახება. ​
„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მთავარ გამშვებ პუნქტ ოძისში, ჩვეულებრივ დღეებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო ჯგუფი დაახლოებით 400 გადაკვეთას აფიქსირებს. დღეს ეს მაჩვენებელი ნულია. ის დახურულია 5 სექტემბრის შემდეგ, დასაბუთების გარეშე. აღნიშნული ზომები ნეგატიურად აისახება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაზე“, – წერს ერიკ ჰოგი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები