ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნება
ბათუმში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნება. ბანაკში საქართველოს ყველა რეგიონიდან საჯარო სკოლის ასი უფროსკლასელი მონაწილეობს.
ბანაკის მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერების აქტუალურ საკითხებს და მიიღონ საწყისი ცოდნა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც შემდგომში დაეხმარება მათ STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში.
მის: ბახტრიონის ქ.#117
დრო: 7 სექტემბერი, 10:00 საათი