საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0038 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9636 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.9598 ლარი ღირდა.
0.0041 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.2683 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2724 ლარი იყო.