მამუკა მდინარაძე: ადამიანების ქუჩაში მკვლელების და მამაკაცების გაუპატიურებაში მხილებული ხალხის მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სრული მარაზმია

„ქუჩაში ადამიანების მკვლელების და მამაკაცების გაუპატიურებაში მხილებული ხალხის მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სირცხვილი კი არა, სრული მარაზმია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა​.
როგორც ​მან აღნიშნა,”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არათანმიმდევრულად იქცეოდა სხდომაზე და სხდომის შეწყვეტაც მიუთითებს, რომ მათ პროვოკაციის მოწყობა სურდათ. მდინარაძის თქმით, მათი მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მარაზმია.
“ნახეთ არათანმიმდევრულობა: გუშინ მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ისინი იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში და არ მოვიდოდნენ პარლამენტში. შეცვალეს გადაწყვეტილება – თურმე რისთვის, ხომ დადასტურდა და შევხედეთ, იმისთვის, რომ მოეწყოთ რამდენიმეწუთიანი სპექტაკლი და საზოგადოებისთვის შეეთავაზებინათ კიდევ ერთი ძალიან ბინძური ტყუილი. ადამიანები, ვინც ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს, ახლა ვითომ დაინტერესებულები არიან მათი ბედით. მათი ბედი ჩვენ გვაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაშლა იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და თანამედროვე სამყაროში ამაზე კითხვაც კი არავის დაუსვამს, ეს არ არის საფუძველი, რომ არ ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე. პირიქით, მთელი ცხოვრება მათზე, მათ შორის მაკო გომურზე უნდა ვიზრუნოთ, ეს არის ჩვენი მორალური პასუხისმგებლობა. მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების ზრუნვა, ადამიანების ქუჩაში მკვლელების ზრუნვა, ძალიან დიდი ბოდიში, რომ მიწევს ამის გამეორება, მამაკაცების გაუპატიურებაში მხილებული ხალხის მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სირცხვილი, კი არა, სრული მარაზმი”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები