მამუკა მდინარაძე: იმდენი ტყუილი, რამდენსაც „ნაციმოძრაობა” ამბობს, მსოფლიოში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უკადრებია

„იმდენი ტყუილი, რამდენსაც „ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, მსოფლიოში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უკადრებია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მემგონი, იმდენი ტყუილი ერთად, რამდენსაც „ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, მსოფლიოში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უკადრებია. მაშინ, როდესაც ვითომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ამ ადამიანით სპეკულირებენ და მის სახელსა და გვარს ძალიან ბოროტად, სიცრუით და პროვოკაციით იყენებენ იმისათვის, რომ ახალი პოლიტიკური შოუ დადგან, როცა ეს დაზარებული ადამიანი საერთოდ არ იმყოფება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სიმართლე არ არის მათ მხარეს და ქართველი სახოგადოება ტყუილით გადაწყვეტილებებს არასდროს მიიღებს. „ნაციონალური მოძრაობის” სპეკულაციებს ნუ ავყვებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანვე ისაუბრა პარლამენტში მოქალაქეების მოხვედრის შესაძლებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს საშვის დაშვების შემთხვევაში შესაძლებელია, თუმცა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, მოქმედებდეს შეზღუდვა.
„ზოგადად, მოქალაქეებს საშვის დაშვების შემთხვევაში პარლამენტში შემოსვლა შეუძლიათ, მაგრამ არსებობს შესაბამისი აქტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებულება, რომელსაც მისი მოვალეობის შემსრულებელი აწერს ხელს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ არის პროვოკაციის საფრთხე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე შესაძლებელია, იყოს შეზღუდვა. ეს შეზღუდვა არათუ დღეს, არამედ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხშირად მოქმედებს ხოლმე. როდესაც „ნაცები”თავისი სატელიტების მეშვეობით ცდილობენ პროვოკაციის მოწყობას, მათ ვერ მივცემთ ამის საშუალებას. უნდა ვიზრუნოთ, რომ პარლამენტის შენობაში იყოს საქმიანი გარემო და არა სპექტაკლები “, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები