ანა ნაცვლიშვილი: საქართველოს მოქალაქეები დავასრულებთ მმართველობის სტილს, რომელიც მათ დროსაც იდგა და თქვენ დროსაც დგას
იურისტი ანა ნაცვლიშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მან ოპოზიციას მიმართა, რომ მათ “დაასრულებს”.
როგორც იურისტმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა შანსი მათი მმართველობის სტილი დაესრულებინა, თუმცა ამისი სურვილი და უნარი- არა.
საბოლოოდ კი, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები დაასრულებენ ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების დროს დაშვებულ შეცდომებს.
“მე თქვენ დაგასრულებთ!” -. ისევ ამით უნდათ “მართონ” ქვეყანა, შენება არ იციან, სამართლიანობის მოტანა ვერ შეძლეს, და ნგრევა და ჩვენი ცხოვრების ფლანგვა – იცოცხლე!
თქვენ (თქვენს პარტიას) გქონდათ შანსი, დაგესრულებინათ მათი მმართველობის სტილი და სრულიად ახალი საქართველო შეგექმნათ. მაგრამ ამის არანაირი სურვილი და უნარი არ გაგაჩნდათ და არ გაგაჩნიათ! იმეორებთ ყველაფერს, რის გამოც ის 9 წელი იყო მიუღებელი, თუმცა ვერ აკეთებთ იმას, რაც კარგი გაკეთდა იმ 9 წელში.
ეს ყველაფერი დარჩება წარსულში.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, დავასრულებთ მმართველობის სტილს, რომელიც მათ დროსაც იდგა და თქვენ დროსაც დგას ადამიანების და მათი ღირსების ფეხზე დაკიდებაზე, ხიშტებზე, მედიის მოთვინიერებაზე, თვალთვალზე, ბიზნესის ტერორზე, სასამართლოსა და პროკურატურის პოლიტიზირებაზე.
ამ მოჯადოებულ წრეს გავარღვევთ და წინ წავალთ, აუცილებლად!”-წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.