ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, შს მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს სოცქსელში პასუხობს.
„ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო…
8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი
ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი
ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა…თ ერთმანეთს
მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო – ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან“, – დაწერა ჯაფარიძემ Facebook-ის პირად გვერდზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ყურადღება „გირჩის“ მიერ დაფუძნებულ რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“ საკითხს გამოეხმაურა, რომლის შედეგად, სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან 7 ათასამდე ადამიანი გათავისუფლდა.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის, რაც ბოლო წლებში განვითარდა არის პირდაპირი კატასტროფა და ტრაგედია ჩვენი ერის.
„ჩვენი ოპონენტების ნაცმოძრაობისა და იმათთან აფელირებული წევრების ე.წ. გირჩის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ხდება პირდაპირი დეგრადაცია ჩვენი საზოგადოების, ეს არის ჩვენი მომავალი თაობის დეგრადაციის მცდელობა, რაც ყოვლად დაუშვებელია“, -განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები