პრეზიდენტის სასახლეში უნგრეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა(ფოტოკოლაჟი)

უნგრეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდნეტის სასახლეში გაიმართა.
დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა უნგრეთის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, საქართველოს და უნგრეთის პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობში პირველად სტუმრობს საქართველოს.
უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები