ლიკა მეგრელაძის ბაღში გაცოცხლებული გურული ჩაის ისტორია (ვიდეო)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში, ერთ პატარა, კოხტა სახლის ჭიშკართან აბრა იწონებს თავს – ჩაის გზა – ეს ნიშანი გვაუწყებს, რომ ამ სახლში საინტერესო რაღაც ხდება.
ლიკა მეგრელაძე ჩაით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა, შარშან კი, როცა ოზურგეთის “პროგრესის სახლმა” ევროკავშირთან ერთად კონკურსი გამოაცხადა, „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“, მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. სწორედ, კონკურსში ყოფნისას დაებადა ლიკას და მის შვილებს იდეა: ჩაის ტურის ორგანიზება:
ჩაის ტური – როგორ გაჩნდა საქართველოში ჩაი, საიდან მოვიდა, ვინ დარგო – ინფორმაციას იძლევა. ტურს დიდი მხარდაჭერა აქვს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.
ლიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც სტუმრობენ. ამჟამად მასთან პორტალ workaway-ს მეშვეობით ნაპოვნი სტუმრები იმყოფებიან -ახალზელანდიელი ჯესი და გერმანელი ნინია.
ლიკას თავის „კომლში“ მრავალფეროვანი გასართობი აქვს მოწყობილი, რომლის მოწესრიგებაში მას workaway სტუმრები ძალიან ეხმარებიან. ნალია – რომელშიც პატარა ოთახია, კოცონის დასანთები ადგილი, ქვევრი – გლემკემპი, რომლებიც ამჟამად მზადების პროცესშია – გარემო ძალიან მრავალფეროვანი და სასიამოვნოა.
ძველი ფოტოებისა და საარქივო მასალების თვალიერებისას ლიკა ჩაიზე გვესაუბრება, მისი დაინტერესება ჩაით დედამ გამოიწვია:
ამჟამად მისი მასტიმულირებელი ამ სფეროთი დაინტერესების ჩაის კულტურისადმი დაბალი ცნობადობა გახდა. ლიკამ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩაის ტურის პროექტზე მუშაობა. უმეტესი ცოდნა ჩაის შესახებ დედისგან მიიღო, ჩაის შენარჩუნება კი მისი ამერიკელი სიძის დამსახურებაა:
ინტერესი „ჩაის ტურის“ შესახებ ძალიან დიდია, ლიკას „კომლის“ სტუმრების დიაპაზონი კი საკმაოდ მრავალფეროვანი: შემდგომი ტურისტული სეზონისთვის „გლემპინგების“ მოწყობას და სისტემის გამართვას, დახვეწასა და გამრავალფეროვნებას გეგმავს. ლიკას სურვილია, ქართული ჩაის სახელი წამყვანი ჩაის მწარმობელი ქვეყნების გვერდით დაინახოს, ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები