ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას ლევან იზორია დაიკავებს

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას ლევან იზორია დაიკავებს, – ამის შესახებ დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ლევან იზორია დაიკავებს მაღალ თანამდებობას ჩვენს გუნდში. ის უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა.
უსაფრთხოების საბჭოს მდივანი აქამდე გიორგი გახარია იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები