თამარ მახარობლიძე: მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ზოგს კი საფუძველი ჩაეყარა

ძალიან ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ზოგს კი საფუძველი ჩაეყარა. რეფორმები ნამდვილად ემსახურებოდა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას, – ამის შესახებ სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ზოგს კი საფუძველი ჩაეყარა. მთელ რიგ საკვანძო საკითხებზე გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. რეფორმები ნამდვილად ემსახურებოდა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას. ახალგაზრდობაზე აქცენტი მისი სტრატეგიიდან ყველაზე მეტად მომწონდა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საერთაშორისო ურთიერთობის კუთხითაც. წარმატებები ბატონ მამუკას და მომავალ პრემიერ-მინისტრს დაწყებული პროექტების განხორციელებაში”, – აცხადებს თამარ მახარობლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები