ზვიად ძიძიგური: სიღარიბის დაძლევის ტემპები დარჩა ისევ ისეთი, მამუკა ბახტაძემ ეს თავისი პასუხისმგებლობის თემად ჩათვალა და ამას უკავშირდება მისი გადადგომა

მამუკა ბახტაძემ შეცვალა საბანკო რეგულაციები, ასევე მან განათლების რეფორმასთან დაკავშირებით წამოიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მაგრამ სიღარიბის დაძლევის ტემპები დარჩა ისევ ისეთი, როგორიც იყო – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, აქედან გამომდინარე, თავისი პასუხისმგებლობის თემად ჩათვალა მამუკა ბახტაძემ ეს საკითხი და სწორედ ამას უკავშირება მისი გადადგომა.
​„როდესაც მამუკა ბახტაძე პრემიერად ავირჩიეთ, მაშინ თავის სამთავრობო პროგრამაში აცხადებდა, რომ უმუშევრობა იყო პრობლემატური საკითხი. ამავე დროს, ბანკებისა და მოსახლეობის საკითხებში მოსახლეობა გამოიყურებოდა ძალიან დაჩაგრულად, ისეთი რეგულაციები იყო. ეს რეგულაციები მამუკა ბახტაძემ შეცვალა, ასევე მან განათლების რეფორმასთან დაკავშირებით წამოიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მაგრამ სიღარიბის დაძლევის ტემპები დარჩა ისევ ისეთი, როგორიც იყო. ჩვენთვის ეს არ არის დამაკმაყოფილებელი. აქედან გამომდინარე, თავისი პასუხისმგებლობის თემად ჩათვალა ბატონმა მამუკა ბახტაძემ ეს საკითხი და სწორედ ამას უკავშირება მისი გადადგომა. ეს შეთანხმებული იყო მმართველ პარტიასთან. ვინც ბიძინა ივანიშვილს იცნობს, წარმოუდგენელია ის ულტიმატუმის ენით მოსაუბრე წარმოიდგინოს. მას არ აქვს ასეთი მმართველობა. გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტია გამოაცხადებს, მაგრამ ვარ გახარიას სრული მხარდამჭერი 20 ივნისის ამბებში და მიმაჩნია, რომ ბატონი გახარია არის ერთ-ერთი გამოკვეთილი და კარგი სახე ჩვენ მინისტრთა კაბინეტში“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები