“გუნდის პერიოდული განახლება, ემსახურება ახალ გამოწვევებთან გამკლავებას და უფრო მეტად ეფექტურ პოლიტიკას“

“გუნდის პერიოდული განახლება, ემსახურება ახალ გამოწვევებთან გამკლავებას და უფრო მეტად ეფექტურ პოლიტიკას“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს იმ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ეხებოდა.
„ჩვენ ვიმყოფებით ისეთ პერიოდში, როდესაც ძალიან სწრაფ, ეფექტურ რეფორმებს ვახორციელებთ და საზოგადოება ჩვენს წინაშე აყენებს ახალ-ახალ გამოწვევებს, ახალ-ახალ მოთხოვნებს. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ გუნდის პერიოდული განახლება, ახალი დინამიზმი ემსახურება სწორედ ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავებას და უფრო მეტად ეფექტურ პოლიტიკას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ თანამდებობას ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები