“დიპლომატია პრევენციულად უსაფრთხოების გარანტიაა, სწორედ ეს დავინახე ქართული მხრიდან გადაწყვეტილებების მიმღებთაგან ჩორჩანასთან გამართულ შეხვედრაზე”
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი რუსკა თევზაძე, საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში აფასებს.
“ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, 1961 წელს ვენაში შეიქმნა ე.წ. „ვენის კონვენცია“ მსოფლიოში დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, რომელიც ვფიქრობ, რომ თვისობრივ/პრაქტიკულად უმთავრესი და არსებითი მექანიზმია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში.
დიპლომატია პრევენციულად უსაფრთხოების გარანტიაა. სწორედ ეს მოვისმინე და დავინახე ქართული მხრიდან გადაწყვეტილებების მიმღებთაგან სოფელ ჩორჩანასთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ნამდვილად მაგალითია იმისა, რომ არსებობს აგრესიული და არაკოსტრუქციული ურთიერთობების ალტერნატიული, სახელმწიფოებრივად გააზრებული, მაღალკვალიფიციურად დაგეგმილი და განხორციელებული მოლაპარაკებები.
შესაძლოა, ეს მხოლოდ ერთი ლოკალური მაგალითია, მაგრამ მართლაც გულწრფელად გამეხარდებოდა ამგვარ ურთულეს საკითხებისადმი ანალოგიური მიდგომები წარსულში და ცხადია მისასალმებელი იქნება ამგვარი პრეცენდენტები მომავალშიც. სწორედ ამგვარ პრინციპულ, გაწონასწორებულ, გააზრებულ გადაწყვეტილებებს ვისურვებდი ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემდგომშიც”, – წერს რუსკა თევზაძე.