არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. შეხვედრა თალაკვაძის სამუშაო კაბინეტში მიმდინარეობს. მმართველი პარტიის წევრები ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.
„ეს მორიგი შეხვედრაა, სადაც სხვადასხვა საკითხები განიხილება. ამაში არაფერი დაფარული, დამალული და კონფიდენციალური არ არის. ეს არის სამუშაო პროცესი“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა სოფო კილაძემ.