“ქვეყანა მშვიდობიანად აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, პირველ რიგში, დაიბრუნოს თავისი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეები”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის თქმით, ქართული მხარე არ აპირებს, უსაფრთხოების ზომების დაცვაზე უარი თქვას. მისივე განცხადებით, საქართველო მშვიდობიანად აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, პირველ რიგში თავისი, ოსი და აფხაზი თანამოქალაქეების დაბრუნებას.
„არაერთგზის გვითქვამს, რომ ქვეყანა მშვიდობიანად აპირებს, მისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. პირველ რიგში, დაიბრუნოს თავისი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეები. ამ განცხადებას რუსული ოკუპაციის გაგრძელებად ვთვლი, რადგან ეს რიტორიკა ამას ეხება. ქართული მხარე არ აპირებს, უსაფრთხოების ზომების დაცვაზე უარი თქვას. ამავე დროს, ყველაფერს გავაკეთებთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, რათა არ მოვახდინოთ კონფლიქტის ესკალაცია და არ დავუშვათ ის სამწუხარო მოვლენები რაიმე სახით განმეორდეს, რომლებიც საქართველოში იყო და პროვოკაციაზე აყოლამ გამოიწვია“, – დასძინა მათიკაშვილმა