საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის ივლისში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.2 პროცენტი შეადგინა.
უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.1 პროცენტია. ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე უცვლელია და 14.2 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.6 პროცენტია, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და წლიური 10.6 პროცენტი შეადგინა.
უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა 7.1 პროცენტამდე, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7.0 პროცენტი შეადგინა. წინა წლის ივლისთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე კი – 1.7 პროცენტული პუნქტით.