საქართველოში წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
საქართველოში 30 აგვისტოს დღის ბოლოდან 31 აგვისტოს დღის ბოლომდე გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია ნავარაუდები.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.