რუსი ტანმოვარჯიშე საქართველოს სახელით იასპარეზებს
რუსი ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვა საქართველოს სახელით იასპარეზებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
20 წლის ხარენკოვამ შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო.
ხარენკოვამ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა; 2014 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა; 2014 წელსვე გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მფლობელი იყო; 2015 წელს კი სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მიიღო;
ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიის ქალაქ შტუტგარტში 4-13 ოქტომბერს ჩატარდება.