მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
მთავრობის მეთაური სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა.
„საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა და ჩვენ, ქართველებს, საუკუნეების განმავლობაში გვაქვს განსაკუთრებული რწმენა და სიყვარული დედა ღვთისმშობლის. კიდევ ერთხელ, სრულიად საქართველოს, ქართული ეკლესიის მრევლს და მსოფლიო საქრისტიანოს ვულოცავ ამ დიდებულ დღეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სიონის საკათედრო ტაძარში წირვას პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა.