თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

 

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კერძოდ,ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

“მთაწმინდის რაიონი –
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და ოქროყანას მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი –
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გაზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი –
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გაზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, -აცხადებენ “თელასში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები