პრემიერი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ულოცავს. როგორც მან “ტვიტერში” დაწერა, საქართველო დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მათ გვერდითაა.
„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. მხარს ვუჭერთ აყვავებული ევროპული სახელმწიფოს შენების თქვენეულ განზრახვას! დიდება უკრაინას“, – წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი