თამარ ჩუგოშვილი: ია კერზაიას ოჯახს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ პროკურატურამ საქმესთან დაკავშირებით, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო 

0

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ია კერზაიას ოჯახს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ პროკურატურამ საქმესთან დაკავშირებით, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, სამწუხაროა, როცა ოჯახის წევრებს აქვთ განცდა, რომ საქმე სათანადოდ არ იყო გამოძიებული.
„როდესაც ოჯახის წევრებს და შვილს აქვთ განცდა, რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული საქმე, ეს არის ძალიან სამწუხარო. პროკურატურამ უნდა სცადოს, სათანადო ინფორმირება მოახდინოს მისი ან წარმართოს პროცესები ისე, ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა საქმესთან დაკავშირებით მიღებული. ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოჯახის წევრს რჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება მათ მოლოდინებს არ შეესაბამება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება – დანაშაულის არარსებობის გამო, საქმეზე გამოძიება შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი