პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

0

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, საქართველო-უკრაინის მეგობრობა მტკიცეა.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობა ძლიერი და მტკიცეა.
ჩვენ საერთო ფასეულობები და თავისუფლებისთვის ბრძოლა გვაერთიანებს. ჩვენი არჩევანი ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულფასოვანი წევრობაა.
გულითადად ვულოცავ უკრაინას ამ მნიშვნელოვან დღეს!
Слава Україні!“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მისალოც განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი