ვლადიმერ იმნაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

0

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფება, სადაც ვეტერანების საერთაშორისო ფორუმი იმართება.
​ფორუმის ორგანიზატორი უკრაინის ვეტერანების საქმეთა სამინისტრო და USAID-ია. როგორც “კვირას” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ფორუმზე ვლადიმერ იმნაძე სიტყვით გამოვიდა და უკრაინულ მხარეს უწყების გამოცდილება გაუზიარა.
მან სამსახურის ადმინისტრაციული მოწყობის, მუშაობის პრინციპის, პრიორიტეტების, ვეტერანთა სოციალური, ჯანდაცვის და დასაქმების საკითხებზე ვრცლად ისაუბრა. უკრაინული მხარის განცხადებით, უკრაინაში ვეტერანების საქმეთა სამინისტრო ახალი შექმნილია და მათთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ფორუმს უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, ულიანა სუპრუნი, უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრი, ირინა ფრიზი, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლის განყოფილების უფროსი, ეკატერინე ფაჩულია, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში 26 აგვისტომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი