BK Construction-მა ჩაფხუტების დღის აღსანიშნავი კამპანია დაიწყო

0

„გაიაზრე, თუ რას გთხოვ, მოისმინონ ყურებმა, იმუშავეთ უსაფრთხოდ, ჩაფხუტდახურულებმა“, „ჯანმრთელობაა სათუთი, გთხოვ, დაიხუროთ ჩაფხუტი“ – თბილისის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე დღეს დილით ეს და სხვა მსგავსი შინაარსის სტენსილები გამოჩნდა.
ამ მოწოდებებით m2-ის სამშენებლო კომპანია BK Construction-მა ჩაფხუტების დღისადმი მიძღვნილი კამპანია დაიწყო.
სამშენებლო სფეროში 26-წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction-ი ხელოსნების უსაფრთხოების თემას განსაკუთრებული ყურადღებით უდგება. სწორედ ამიტომ რეგულარულად ახორციელებს როგორც სპეციალურ სწავლებებს, ისე გრძელვადიან თუ ერთჯერად კამპანიებს.
ჩაფხუტების დღესთან დაკავშირებით კომპანია საინფორმაციო ხასიათის სხვა აქტივობებსაც გეგმავს, რომლებშიც მათი ხელოსნებიც იქნებიან ჩართული. კოტე ყუბანეიშვილის მიერ დაწერილი საინფორმაციო-გამაფრთხილებელი შინაარსის გალექსილ სლოგანებს, ჩაფხუტებზე დასაკრავი სტიკერების სახით, სწორედ მათი ხელოსნები გაავრცელებენ.
„ჩვენს სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით ვუდგებით. ჩვენმა ხელოსნებმა იციან, რომ მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ჩვენთვის მთავარი საზრუნავია, ამიტომ დროდადრო ვახორციელებთ მსგავს აქტივობებს, სადაც მათი ჩართულობა ჩვენთვის უპირობო მოცემულობაა. აღნიშნული კამპანიით გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მნიშვნელობას და ყველას შევახსენოთ, ვთხოვოთ და მოვუწოდოთ, რომ დაიხურონ ჩაფხუტი!“ – ამბობს ნინო რუხაძე, m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი