გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის რისკებზე ინფორმაციას ავრცელებს

0

გარემოს ეროვნული სააგენტო, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38, გრადუსს განაპირობებს. “მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე”,-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი