მამაკაცზე, რომელსაც რამდენიმე დღეა გურჯაანში ეძებენ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლეს და დაანაწევრეს

0

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკის მკვიდრს, 34 წლის ვანო მახარაშვილს, უკვე რამდენიმე დღეა, უშედეგოდ ეძებენ.
როგორც “კვირას” ადგილობრივებმა განუცხადეს, მამაკაცი სხვადასხვა ფერმაში მწყემსად მუშაობდა, მას შემდეგ რაც ის ოჯახის წევრების მოსანახულებლად აღარ დაბრუნდა, ოჯახმა პოლიციას მიმართა.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცს ვეჯინში ჩხუბი მოუვიდა, ის მოკლეს და ცხედარი მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. აღნიშნულის გამო გასული ორი დღის განმავლობაში არხში მყვინთავები სამძებრო სამუშაოებს ატარებდნენ, თუმცა ცხედარი ვერ იპოვეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათ განცხადება მამაკაცის დაკარგვის შესახებ 16 აგვისტოს მიიღეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი