როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

0

უახლოეს დღეებში, დასავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით საღამოს საათების ჩათვლით, დღისით კი გამოიდარებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“უახლოეს დღეებში, დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელ- ჭექით საღამოს საათების ჩათვლით. დღისით გამოიდარებს დღეს და 25 აგვისტოს ჩათვლით. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება- 30-32 გრადუსი, სანაპირო რაიონებში 27-29 გრადუსი, მთიან რაიონებში კი 35-37 გრადუსი. შესაბამისად, რაჭის და სვანეთის მაღალმთიან რაიონებშიც მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, 31-დან 33 გრადუსამდე. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ამ დღეებში შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე ხასიათის, წვიმა აღინიშნოს- უფრო მეტად ხვალ დღის ბოლოს,აგრეთვე 25 აგვისტოს ღამის საათებში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შიდა რაიონებში, კერძოდ შიდა ქართლში, 34-35 გრადუსი იქნება, სამცხე-ჯავახეთში ასევე 34-35, ქვემო ქართლსა და მათ შორის დედაქალაქში, ასევე კახეთში 34-დან37 გრადუსამდე.
რაც შეეხება 25 აგვისტოს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით კლებაა მოსალოდნელი – მაქსიმალური ტემპერატურა კი 34 გრადუსი იქნება”, -აღნიშნა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი