ზაზა გაბუნია თემქაზე, სამაჟორიტარო ოლქში, მოქალაქეებს შეხვდა

0

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქისა და სანზონის მაჟორიტარი, ზაზა გაბუნია, თემქაზე, სამაჟორიტარო ოლქში, მოსახლეობას შეხვდა.
მოქალაქეები მაჟორიტარს თემქის მე-X ბ კვარტალში მდებარე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობასა და ეკლესიის აშენების საკითხში შუამდგომლობას სთხოვდნენ.
„ძველი ნარგავებით მდიდარი ამ ადგილის საკითხიც საბოლოოდ გადავწყვიტეთ – ის საზოგადოებრივი ფუნქციით შენარჩუნდება, მოეწყობა, განვითარდება და დამატებითი კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცე გაუჩნდება მოსახლეობას”,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი