თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
მათი ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ნაძალადევის მიმდებარე ტერიტორიის, ნიკო მარის, სააკაძის, ილურიძის, ცოტნე დადიანის, მახინჯაურის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, სვერის, ეროსი მანჯგალაძის, მეჯვრისხევის, ზაჰესის, ჯანელიძის, მელქისედეკ I-ის, ლომთათიძისა და სვანეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლება XI მიკრორაიონის II, III კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლისა და ალექსანდრე მრევლიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დედაენის პარკისა და სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-II დასახლების, სადგურ ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, იუმაშევის, გრიგოლ ლორთქიფანიძისა და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაიონების, დვალის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, იამანიძის, გორის, ქურდიანის, ბათუმის, ვორონინის, სლავა მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილისა და ცაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტლის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და ფერმწერთა ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი