„თბილისი ენერჯი“ გაზსადენების რეაბილიტაციას აგრძელებს

 კომპანია „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა გაზსადენების რეაბილიტაციას აგრძელებს. როგორც “კვირას” „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს, კომპანია, სხვა მსგავსი სამუშაოების პარალელურად, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, 1200 მეტრის სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენის რეაბილიტაციას ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები რაიონის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესია. კომპანია „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები