ბადრი ჯაფარიძე: ეს ბრალი თავისი ცინიზმით და უზნეობით უდანაშაულო ადამიანისთვის იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებას შეიძლება შევადაროთ

0

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პროკურატურა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი განადგურებულია, ის გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად.
ამის შესახებ ჯაფარიძემ მედიას გენერალური პროკურატურის დატოვების შემდეგ განუცხადა.
„გრძელდება ჩვენი დევნა, პროკურატურა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი განადგურებულია, ის გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად. ბრალი, რომელიც არის ჩვენთვის წაყენებული, აბსურდული ცილისწამება. ეს ბრალი შეიძლება თავისი ცინიზმით და უზნეობითშეუდარდეს უდანაშაულო ადამიანისთვის იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებას ჯიბეში. გენერალური პროკურორი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ბრალის ჩვენდამი წაყენებაში, დღეს მიისწაფვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისკენ, მინდა გითხრა ის არის პირდაპირ პასუხისმგებელი ყველა იმ აბსურდულ ბრალზე, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს, მისი ხელდასმით ხორციელდება ეს და ამ პასუხისმგებლობას იგი ვერ გაექცევა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
კითხვაზე, ელოდება თუ არა დაპატიმრებას, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მზად არის ნებისმიერი დარტყმისთვის.
„ზოგიერთ ხელისუფლების წარმომადგენელს გაუგია სიტყვა ინდულგენცია და იყენებს ამ სიტყვას სრულიად უკონტექსტოდ და გაუგებრად, მინდა მათ ვუთხრა, რომ ინდულგენცია სულ სხვა რამეს ნიშნავს. ჩვენ არაფერზეა მოფარებას არ ვაპირებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, შემდგომი გართულებებისთვის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალდების დაზუსტების მიზნით პროკურატურაში დღეს დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი