მამუკა ხაზარაძე: “მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს რომ რამის მეშინია”

0

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძემ და ბადი ჯაფარიძემ გენერალური პროკურატურის შენობა უკვე დატოვეს.
როგორც ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მედიას განუცხადა, ისევე როგორც ამ საქმეში, მთელი მოღვაწეობის განმავლობაში არის პირნათელი.
„ისევე როგორც ამ საქმეში, ჩვენი მთელი მოღვაწეობის განმავლობაში ვართ პირნათელნი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს რომ რამის მეშინია, ან გვეშინია რამის, ან ყადაღის დადების, ან ნებისმიერი ქმედების. ანაკლია არ არის მარტო ღრმაწყლოვანი პორტი. ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება ევროპისკენ, არის უსაფრთხოების და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ, პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული პაგონების ქვემოთ, რომ არაფერი გამოგივათ.
ანაკლიას ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორის ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით.
ჩემი და ბადრის ინიციატივით გადავეცით საერთაშორისო, ძალიან რეპუტაციულ კომპანიებს ჩვენი პერსონალური ანგარიშები, ჩვენი სერვერები, ჩვენი კომპიუტერები, რომ ცივილურ სამყაროში, იქ სადაც სამართალი სამართალია , იქ სადაც მართლმსაჯულება მართლმსაჯულებაა, რომ შეემოწმებინათ დეტალურად ბოლო 15 წლის ყველაფერი, ჩვენი პერსონალური და არაპერსონალური ინფორმაცია. შედეგად, დაიდო დასკვნა, რომლის შედეგადაც ჩვენმა აქციონერებმა 98%–ით აგვირჩიეს თავიდან და გვითხრეს, რომ გავაგრძელოთ იმ თანხების მართვა, რომელი თანხებიც არის მათი „თიბისი ბანკში“, 40 მილიარდზეა საუბარი“,–განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი