ლევან დავითაშვილი: ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ წელს ინდუსტრიული ჯიშის ყურძენზე ფასები შარშანდელზე ნაკლები არ იქნება

0

“ყურძნის ფასებთან დაკავშირებით ბოლო დროს არასწორი ინფორმაციებია გავრცელებული, რომ იქნება დაბალი ფასი და ა.შ. ეს არის რთველის პოლიტიზების მცდელობა”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს კახეთში, „რთველი 2019-ის“ საკოორდინაციო შტაბში ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ინდუსტრიული ჯიშის ყურძენზე ფასები შარშანდელზე ნაკლები არ იქნება.
„ფასებთან დაკავშირებით ბოლო დროს არასწორი ინფორმაციებია გავრცელებული, რომ იქნება დაბალი ფასი და ა.შ. ეს არის რთველის პოლიტიზების მცდელობა და, სამწუხაროდ, მოდის ოპონენტებისგან. ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ანგრევდნენ დარგს, ცდილობენ მოსახლეობის დეზინფორმაციას. ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ წელს ინდუსტრიული ჯიშის ყურძენზე ფასები შარშანდელზე ნაკლები არ იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი