შავი ზღვის სანაპიროზე ძუძუმწოვრების გამორიყვის ფაქტებზე მოსახლეობას აფრთხილებენ

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, მოერიდონ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობამ ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს.
,,გასულ წლებთან შედარებით, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში გამორიყვის ნაკლები ფაქტია დაფიქსირებული. გამორიყულ დელფინებს, ძირითადად, მექანიკური დაზიანებები აღენიშნებათ, რაც წყლის სატრანსპორტო საშუალებებით დაზიანების ან ბადეში გახლართვის შედეგი შეიძლება იყოს’’, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის ფაქტები სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება, რისი მიზეზიც მთელი რიგი ფაქტებია, მათ შორის ვირუსული დაავადებები და გარკვეული ტიპის დაბინძურებები.
მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარატმენტის სპეცილისტები შავი ზღვის სანაპირო ზოლის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, მიმდინარეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული მუშაობა, რათა ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევაში იყოს დროული რეაგიერება და გამორიყვის კონკრეტულ ადგილს ჩაუტარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.
კვლევების შედეგები საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობებათ.

კომენტარები

კომენტარი