განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის ვაკანსიებს აცხადებს

0

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მასწავლებლობის მსურველებისათვის აგვისტოს ბოლოს კონკურსს გამოაცხადებს.
​როგორც მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მასწავლებლობის მსურველებს გამოცხადებული ვაკანსიების ნახვა www.pedagogi.ge-ზე შეეძლებათ.
„იმ პირებს, ვისაც აქვთ სურვილი, რომ დასაქმდნენ, მაგრამ შეიძლება, ამ ეტაპზე ვაკანსია გამოცხადებული არ არის, შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ამ გვერდზე, როგორც მასწავლებლობის მსურველები. ამ ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ დირექტორებსაც და, ასე ვთქვათ, პედაგოგების მსურველები, ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმირებულები იქნებიან იმ ვაკანსიის შესახებ, რომელი მიმართულებითაც ისინი დაინტერესდებიან – იქნება ეს თბილისი, სოფელი, დაბა თუ რომელიმე რეგიონი. მასწავლებლობის მსურველებისათვის კონკურსების გამოცხადება დაიწყება თვის ბოლოს იმიტომ, რომ ამ ეტაპზე სკოლები აჯამებენ ინფორმაციას კონკრეტული ვაკანსიების შესახებ, გამოცხადდება თვის ბოლოდან ვაკანსიები და სრული პროცესი დასრულდება სექტემბერში, სწავლის დაწყებამდე”, – განაცხადა აბულაძემ.

კომენტარები

კომენტარი